ელლიპოლ-ელლიპოლ

ოდესღაც, როცა სურათებს დიდი კამერებით იღებდნენ და წითელ ოთახში ვერცხლის ელექსირით ამჟღავნებდნენ ჯადოქრების სარიტუალო ნორმად იქცა, იყო პატარა გოგონა, სახელად ელია. იგი იყო წითური ძალიან ცელქი მოუსვენარი და უყვარდა ფეხებით ტყაპა-ტყუპი.

ერთ დღეს იგი მძიმედ დაავადდა და მოუხდა დიდი დროის გატარება ძველ და ბინძურ საავადმყოფოში, უსახური შეუხწდავი ოთახი და ცხელი წყლის გარეშე. ყველაფერი ცვიოდა კედლებიდან საღებავი და თაბაშირი ცვიოდა, ლიფტები ზანზარებდნენ ცახცახებდნენ და ჩერდებოდნენ. მყიფე გოგონას გვერდით არავინ ჰყავდა, ვისთანაც სიცილი და ხუმრობა შეეძლო, მაგრამ რადგან არაფრის არ ეშინოდა, ღამით ხშირად გამოდიოდა საავადმყოფოს ოთახიდან. მას უყვარდა ბნელ დერეფნებში სიარული, ოცნებობდა, რომ მხოლოდ ხელსაწყოები ჰქონოდა თან, ირგვლივ ყველაფერს გამოასწორებდა - ხელსაწყოები მოიმაგრა და ახალი ფილები დაგდო და ძველი კედლები მოხატა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ელზბეტა კოპწია და ლამაზ გოგონად გადაიქცა, ექიმებმა მისი განკურნება მოახერხეს. ახლა მან შეძლო სკოლაში და სახლში დაბრუნება. ჭკვიანი და მორჩილი გოგონა . მას სურდა სწრაფად გაზრდილიყო და - გულმოდგინედ სწავლობდა. სკოლის შემდეგ მან თავისთვის ჩანთა შეკერა ძველი შარვლებისგან. ჩანთა ძალიან ლამაზი გამოუვიდა, რამდენიმე ჩასადები და სპეციალური ჯიბეები ჰქონდა. მალე ელზბიეტა უფრო სწორად ელა დაინტერესდა ფოტოგრაფიით. იგი შევიდა სპეციალურ სკოლაში, რათა გაერკვია, თუ როგორ მუშაობს კამერა . ღილაკებსა და ბორბლებს შორის მარეგულირებელი ღილაკი იყო რომელიც ფოტო მკვეთრი და მკვეთრი გამოდიოდა , იგი შემდგოში სურათებს სხვადასხვა წამალების და ქიმიკატებით ჯადოსნურ ბნელ ოთახში ამჟღავნებდა.

ამ იდუმალი აქტივობების დროს მან გაიცნო ბიჭი, სახელად კრშიშტოფი. მუდამ მომღიმარიდა ხალისიანი ყმაწვილი. მას ზურგჩანთაში მსოფლიოს რუკა ედო და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა. მას შემდეგ ელა და კრშიშტოფი ყველგან ერთად დადიოდნენ. კრშიშტოფიმა საჩუქრად ელას ქამარი შეუკერა ლინზებისა და კამერის შესანახი ჯიბეებით. ისინი ერთად დადიოდნენ მუდამ. დადიოდნენ მიტოვებულ ქარხანა ფაბრიკებში. მოინახულეს საინტერესო ადგილები . ავიდნენ ნახშირის ძალიან მაღალ ბუხრებზე. როდის შეუყვარდათ მათ ერთმანეთი უცნობია . ქორწილისთვის მათ ფული არ ჰქონდათ მაგრამ მაინც დაქორწინება გადაწყვიტეს. ელამ საქორწინო კაბა თავად შეკერა, ხოლო მეგობრები კი ცერემონიის ორგანიზებაში დაეხმარნენ. ელა არასოდეს შორდებოდა საკუთარ ჩანთას, რომელშიც ინახავდა სხვადასხვა სასარგებლო და საჭირო ნივთები. როცა ქორწილში მიდიოდნენ, მანქანას რაღაც დაემართა და გაფუჭდა და რაღაც გადმოვარდა. ელამ მაშინვე ამოიღო ერთი ჯიბიდან ხრახნი და დაზიანება შეაკეთა. მისი ჩანთა ყოველთვის ძალიან სუფთა იყო, ჩანთაში იდო მხოლოდ საღეჭი რეზინა და საწერი მასალა - კალამი, ბურთულიანი კალამი, მარკერი და ფანქარი, რომლითაც მათ ხელი მოაწერეს ქორწინების მოწმობას.

ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ და ხშირად მოგზაურობდნენ. როდესაც მსოფლიოში რაღაც საინტერესო ხდებოდა, კრშიშტოფმა შეამოწმა თავისი რუკა, დაათვალიერა სად იყო და მაშინვე მიმგზავრებოდნენ საინტერესო ადგილებში. გადაიღეს ბევრი სურათები და ფილმები და შემდეგ აგზავნიდნენ გაზეთებსა და ტელევიზიებში. სწრაფად მისასვლელად კრშიშჩეკმა თვითმფრინავით მართვაც კი ისწავლა. მოგზაურობისას ისინი ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდებოდნენ , რომლებიც ყოველთვის სიამოვნებით ეპატიჟებოდნენ საკუთარ სახლებში. ზაფხულის თბილ საღამოებზე უყვარდათ კარავში ცეცხლთან ძილი და გიტარით საყვარელი სიმღერების შესრულება.

ელა მუდამ მზად იყო სხვადასხვა მოულოდნელი სიტუაციებისთვის, რაც შეიძლება მათ შეემთხვათ. მის ჩანთაში ერთ-ერთ ჯიბეში იყო ფანარი, დიდი ცხრა ვოლტიანი ბატარეა და კრშიშტოფის ზურგჩანთა გატეხვის შემთხვევაში, ნემსი, ძაფი, საკერავი ლენტი, სამი დამცავი ქინძისთავი, ოთხი ბამბის კვირტი ყურების გასაწმენდად და ერთი. კემპინგის საწერი დანა.

ისე მოხდა რომ ელას და ქშის შვილები არ ჰყავდათ, ასე რომ ისინი მომავლის იმედით ცხოვრობდნენ. ალის ჩანთას ასევე ჰქონდა პატარა ჯიბე, რომელშიც მან ჩააგდო ფული. ერთ დღეს, როდესაც ისინი სახლიდან ძალიან შორს იყვნენ, ელა ძალიან ცუდად გახდა და მას შემდეგ მას მუდმივად ლოგინში ყოფნა მოუწია. სამწუხაროდ მისით მთელი მსოფლიო დაავადდა - ხალხმა შეწყვიტა ერთმანეთის მონახულება, მეგობრებსაც კი არ შეეძლოთ ერთად სიმღერა და გიტარაზე დაკვრა. უბრალოდ პარკში იკრიბებოდნენ საშობაოდ. მეგობრებმა დაიწყეს ელის წერილების წერა და ღია ბარათების გაგზავნა მოთხრობებითა და თავგადასავლებით, ხოლო კრშიშტოფი საწოლთან კითხულობდა ყოველ ახალ წერილს. რუკაზე მიუთითა თუ რომელი ნაწილიდან იყო წერილი გამოგზავნილი.

რაც მთავარია მათ არც ერთი წუთით არ დაუკარგავს იუმორის გრძნობა. ელამ, საწოლიც კი შეაკეთა რაც ხელთ ქონდა, ღამით კი საკერავ მანქანით კერავდა. როცა ამის ძალა აღარ ჰქონდა, გადაწყვიტა რომ მთელი იმ ფულით, რაც თავის პატარა ჩანთაში შეაგროვა, დიდ მიწას იყიდიდა და იგი სწრაფად გაუმკლავდა დასახულ მიზანს . თავს სუსტად გრძნობდა. ავადმყოფობაზე რომ არ ეფიქრათ კშიშტოფთან ერთად აწყობდნენ გეგმებს ნაკვეთის მოწყობაზე თუ რას ააშენებდნენ მასზე, რა ხეები და ყვავილები დაირგვებოდა და გაიზრდებოდა და ლამაზად დაარქვეს ოცნებას - ელლიპოლ.

სამწუხაროდ ელიზბიეტას არ ჰქონდა დრო ენახა თავისი საიტი. კრშიშტოფმა თან წაიღო რუკა და როგორც ადრე ერთად ახლა კი მარტო გაემგზავრა ელლიპოლ-ში. მინდორზე სამი მტირალი ტირიფი უზარმაზარი უზარმაზარი ქვა იდგა, მის ქვეშ მან საყვარელი ცოლის ჩანთა მიწაში ჩამარხა. ზუსტად ახსოვდა რამდენ ნივთს ატარებდა ჩანთაში. ასე გამოჩნდა რუკაზე კოორდინატები, ანუ გრადუსები, წუთები და წამები 51*07'47"N i 19*33'41"E. მეგობრებმა ელიმ და ქშისიამ ქვის ირგვლივ ყვავილები და ხეები დარგეს, რომლის ქვეშაც ჯადოსნური ჩანთა დევს. მინდორზე ულამაზესი და ზღაპრული ბალახით იყო დაფარული და ახლა ვაშლის და მსხლის მოსავლისგან მზადდება უგემრიელესი დესერტები კომპოტი ღვინო და ლიქიორი. ამ ბაღში ასევე არის ადგილი პიკნიკისთვის როგორც ელას უყვარდა. დღემდე მეგობრებს რომლებიც ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს ცეცხლთან მსხდომთ, ხედავენ კრჟისკას თვითმფრინავს რომელიც მათ თავზე დაფრინავს და ფრთებს აფურთხებს ელზბიეტის ხსოვნას. გადის წლები სამყარო იცვლება ბაღში ხეები მალე იზრდებიან და მათთან ერთად იზრდება ტოტებზე დამაგრებული საქანელა. ნებისმიერი ბავშვი რომელიც შემთხვევით მოხვდება ამ კლდის მახლობლად ბაღში ფანტაზიორობს თუ რა შეიძლება ჩადოს პატარა ელის მიწაში ჩამარხულ ჯადოსნურ ჩანთაში რა შეიძლება გამოადგეს მას ცხოვრებაში, რათა გაუმკლავდეს ყველა სიტუაციას.

რას ჩადებდით ამ ჩანთაში?



ავტორები Elzbieta და Krzysztof Kusz თარგმანი: მამუკა ჯანაშია